ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის (ნარიმანი) საცხოვრებელ მისამართზე, ორი პირი დაჭრეს

ფონიჭალაში, სავარაუდოდ ცივი იარაღით, ორი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი ბერი ნიკოლოზის (ნარიმანი) საცხოვრებელ მისამართზე მოხდა.

სავარაუდოდ, ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ