ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა
ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა, ახალი კანონების ფარგლებში, ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა.
ე.წ. სათნოებისა და მანკიერების კანონების მე-13 მუხლში, რომელიც ქალებს ეხება, ასევე, ნათქვამია, რომ ქალებისთვის საჯარო სივრცეში ყოფნის დროს სავალდებულოა სხეულისა და სახის დაფარვა. მათ ვიწრო, თხელი ან მოკლე ტანისამოსის ტარებაც ეკრძალებათ.
ქალები ვალდებულები არიან არამუსლიმი მამაკაცებისა და ქალების წინაშეც თავი დაიფარონ, რათა გარყვნა თავიდან აირიდონ. ამას გარდა, ახალი კანონებით საჯარო სივრცეში ქალების მიერ სიმღერა, ხმამაღლა კითხვა ან დეკლამაციაც იკრძალება.
„თალიბანის“ განცხადებით, ახალი ისლამური კანონები დიდად შეუწყობს ხელს სათნოების დამკვიდრებას და მანკიერების აღმოფხვრას.