უკრაინის გენშტაბი: პოკროვსკის მიმართულებით ბრძოლები მიმდინარეობს, ვითარება კვლავ რთულია –
“ფრონტზე 119 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთული, ბრძოლები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გაისროლეს 10 რაკეტა და განახორციელეს 71 საჰაერო დარტყმა. მოწინააღმდეგემ დარტყმისთვის, ასევე, გამოიყენა 506 კამიკაძე დრონი. გარდა ამისა, დამპყრობლებმა განახორციელეს თავდასხმები უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.
გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მტკიცედ აგრძელებენ დამპყრობლის შეტევის მცდელობის მოგერიებას.
„პოკროვსკის მიმართულებით ყველაზე ცხელი და დაძაბული ვითარება რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.