შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედათ ოპოზიცია, პრეზიდენტი და “ენჯეოები” გაერთიანებული ძალებით როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ელემენტს გამჭვირვალობას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები
“ჩვენ ვხედავთ ოპოზიცია, პრეზიდენტი და „ენჯეოები“ გაერთიანებული ძალებით როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ელემენტს გამჭვირვალობას. მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ ის ფინანსები, რომელიც დაფარულია, არ უნდათ რომ გახდეს საჯარო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„თავად საკუთარი ინიციატივით ამდენი პერიპეტიების შემდეგ, არც ერთ დონორს და არც ერთ „ენჯეოს“ არ განუცხადებია, რომ მზად არიან ნებაყოფლობით გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. რა უშლით ამაში ხელს? თავადაც ამბობენ, რომ გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ რეესტრი არ მოსწონთ. იმიტომ რომ სინამდვილეში აქ არის მთავარი საკითხი დაფარული. პრობლემა მათ არა კანონთან და რეესტრებთან აქვთ, არამედიმასთან აქვთ, რომ გასაჯაროვდება ფინანსები და ხალხი დაინახავს, სინამდვილეში რაში მიდის ეს ფული.
ეს ფული მიდის ეკლესიის საწინააღმდეგო პროპაგანდაში, ლგბტ პროპაგანდაში, ძალადობრივ ორგანიზაციებში. დაინახავს საზოგადოება, რომ სინამდვილეში დიდი ალბათობით მათ შორის „ენჯეო“ სექტორში არის კორუფცია, როდესაც ერთი და იგივე სახეები არიან დაკონტრაქტებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან და ფაქტობრივად შექმნილია ერთი კლანი „ენჯეო“ – ექსპერტების კლანი, ერთი და იგივე ხალხია ამ ყველაფრის მონაწილე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს აქვს კორუფციის ნიშნები. სინამდვილეში პრობლემა მათთვის არის გამჭვირვალობა და ამას ებრძვიან.
საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანო არის დამოუკიდებელი და ეს არაერთხელ დადასტურებულა სხვადასხვა, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით. ყველაზე მაღალი დასტური ამის არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელმაც ქართული მართლმსაჯულების გამართულობა და მიუკერძოებლობა არაერთხელ დაადასტურა, ბოლო 12 წელია.
ამ მოსამართლეთა კორპუსს არაერთხელ დასწამეს ცილი მათ შორის უცხოელმა აქტორებმა, ზოგიერთმა დიპლომატმა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.