კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ასევე იხილეთ