სოფელ კოდისწყაროში სანიაღვრე არხის რკინაბეტონის კიუვეტებით მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში სანიაღვრე არხის რკინაბეტონის კიუვეტებით მოწყობის სამუშაო  მიმდინარეობს.

არსებული გრუნტიანი სანიაღვრე ვერ უზრუნველყოფდა წყლის გატარებას და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, ამასთან სავალ  გზას  დაზიანების საშიშროებას უქმნიდა.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

2024 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროგრამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარი გამოეყო.

ასევე იხილეთ