ნინო წილოსანი: „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაასამართლოს მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფება – „ნაციონალური მოძრაობა“

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაასამართლოს მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფება – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმა მიიღო”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„ჩვენი სარწმუნოების, რელიგიისა და ღირებულების დაცვა, ეს უკვე განსაკუთრებული პრიორიტეტი გახდა იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული თუ ნებისმიერი სხვა კანონმდებლობა, რაც საჭირო გახდება ამ პერიოდის განმავლობაში, სწორედაც რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მეშვეობით უნდა იყოს გატანილი.

„ქართულ ოცნებას“, მხარდაჭერების ძალისხმევით, უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ჩვენ ვიყოთ მზად, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და ნებისმიერი კარგი შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ