კახა კალაძე ერეკლე მეორის ძეგლის დადგმაზე: ამ პროექტის განხორციელებას მივესალმები, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ისტორიას“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს.  თბილისის  მერის თქმით, ერეკლე მეორის ძეგლი სამგორის რეაბილიტირებულ პარკში  განთავსდება.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას მე მივესალმები. ჩვენ დაწყებული  გვაქვს ე.წ. სამგორის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინიციატივა აღნიშნულ პარკში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რასაც მივესალმებით. პარკის სამუშაოები მალე დასრულდება, მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლის პროექტის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას. ერეკლე მეორემ თავისი ბრძოლისუნარიანობით, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, თავისი პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს შეუნარჩუნა ქრისტიანული იდენტობა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის ნაწილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ