ბექა ოდიშარია: ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო

„ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო. მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, სიტყვის თავისუფლების, არჩევანის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით”, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

„ეს ამ ავტორიტეტული დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ყოველთვის ფასდება შესაბამისად და ფასდება ძალიან მაღალი ქულებით, მაღალი შეფასებით. განსხვავებით იმ პოლიტიკანებისგან, ვითომ საქართველოს მეგობრებისგან, რომელთაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ დააზიანონ ქართული ხელისუფლება იმისათვის, რომ რამენაირად მოახდინონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეინკარნირება”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ