უკრაინაში გაეროს კოორდინატორმა დაგმო რუსეთის მასიური დარტყმა უკრაინაზე
უკრაინაში ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კოორდინატორმა, მათიას შმალემ დაგმო რუსეთის მასიური დარტყმა უკრაინაზე.
კოორდინატორმა განაცხადა, რომ მან რამდენიმე საათი გაატარა თავშესაფარში დღეს დილით უკრაინის მასშტაბით რუსეთის თავდასხმების ტალღის გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის და მძიმე ზიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.
„მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მეტროსადგურებსა და სხვა თავშესაფრებში უწევთ უსაფრთხოების ძიება. ომშიც კი არსებობს წესები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს დაცული. მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა მათიას შმალემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დაახლოებით ასი დრონი გაუშვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ამ დარტყმას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა.