როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლოა, აღინიშნოს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთის როგორც დაბლობ, ისე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

ასევე იხილეთ