გივი მიქანაძე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე, ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკასა და სტაჟირების პროგრამაზე.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის ფორმატში მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია.