პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა.

ასევე იხილეთ