ისრაელის პრეზიდენტი: ღაზის სექტორიდან მძევლის გათავისუფლებამ სიხარული მოუტანა მთელ ერს
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან მძევლის გათავისუფლებამ სიხარული მოუტანა მთელ ერს.
„ვულოცავ ისრაელის თავდაცვით ძალებს და უსაფრთხოების ყველა სამსახურს. ეს სიხარულის მომენტია ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა იცხაკ ჰერცოგმა.
ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში ოპერაციის დროს გაათავისუფლეს ერთი ადამიანი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ გაიტაცა და ტყვედ აიყვანა.