გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში გარეტ უორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.
დიპლომატი ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მრავალმხრივი დისკუსიისთვის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, NATO-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნავს გარეტ უორდი.
Thank you @PM_Kobakhidze for a wide ranging discussion of 🇬🇧 🇬🇪 bilateral relations, NATO and the importance of 🇬🇪’s Euro-Atlantic trajectory. pic.twitter.com/VwynrfVb9n
— Gareth Ward (@GarethWardUK) August 27, 2024