ბექა ოდიშარია: საომარი ხაზი გადის ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, ტრადიციების გადარჩენაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე

„ქართული ოცნება“ არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მმართველი პარტიის მთავარი გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

„გამოწვევები და ეს საომარი ხაზი გადის სწორედ ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, ოჯახური ღირებულებების, ქართული ტრადიციების გადარჩენაზე, ლგბტ პროპაგანდის აგრესიული ნარატივის აკრძალვაზე და რაც მთავარია, უახლოეს მომავალში იმ სანუკვარ ოცნებაზე, რომელიც თითოეული ქართველის გულში და სულშია, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. ამ ყველაფრის შესრულება გამორიცხულია თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, რაც უნდა გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში, რასაც ჩვენ ველით კიდეც – ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ