გიორგი ჩაკვეტაძე: მნიშვნელოვანი არის, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის

“მნიშვნელოვანი არის, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„ასევე მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ რეგიონული შეხვედრების დროს ვაჟღერებთ – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა. მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ წინა წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ. ზუსტად ამას ემსახურება პარტიის მხრიდან გაჟღერებული გზავნილები“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

ასევე იხილეთ