რუსების მიერ იზიუმის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
რუსების მიერ იზიუმის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„27 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00-ზე, ოკუპანტებმა ქალაქ იზიუმს დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, მათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ტორნადო“ გამოიყენეს“, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.