WSJ: 2018 წელს მაკრონი დუროვს Telegram-ის სათავო ოფისის პარიზში გადატანას სთავაზობდა, ერთი წლით ადრე კი სპეცსამსახურებმა მესენჯერის დამფუძნებლის ტელეფონი გატეხეს

The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პაველ დუროვს Telegram-ის სათავო ოფისის პარიზში გადატანას სთავაზობდა, რაზეც დუროვმა უარი უთხრა.

გამოცემის ინფორმაციით, დუროვმა და მაკრონმა ერთად ისადილეს, რა დროსაც ბიზნესმენისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილებოდა.

ამ შეხვედრამდე ერთი წლით ადრე კი საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრესსამსახურებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია და დუროვის აიფონი გატეხეს. წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ფრანგული სპეცსამსახურის ეჭვები გახდა იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ Telegram-ს მებრძოლების გადმობირებასა და თავდასხმების დასაგეგმად იყენებს.

დუროვთან დაახლოებული წყარო ასევე აცხადებს, რომ Telegram-ი მრავალი წლის განმავლობაში არ აქცევდა ყურადღებას ფოსტაზე მოსულ უწყებებსა და სამართალდამცავი ორგანოების დადგენილებებს, რომლებიც მესენჯერს პლატფორმაზე უკანონო კონტენტის განთავსების შეწყვეტის სფეროში თანამშრომლობას სთხოვდნენ.

WSJ-ში მიაჩნიათ, რომ არ არსებობს არანაირი მინიშნებაზე იმაზე, რომ მაკრონთან შეხვედრამ და დუროვის ტელეფონის გატეხვამ რაიმე როლი შეასრულა მის დაკავებაში, თუმცა „ეს დეტალები ნათელს ჰფენს ბიზნესმენის ურთიერთობებს საფრანგეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. დუროვი ორივე ამ ქვეყნის მოქალაქეა.

მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. გამოძიება ასევე ფოკუსირებულია ცნობით, ამის მიზეზი ფრანგული სპეცსამსახურის ეჭვები გახდა იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ Telegram-ზე მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ.

ასევე იხილეთ