გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე: თავად ცუცქირიძემაც კარგად იცის, რომ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ეს არის პოლიტიკური აქტივობა

“თავად ცუცქირიძემაც კარგად იცის, რომ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და ეჭვი არავის არ ეპარება, არც უმრავლესობის და არც ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ რასაც ცუცქირიძე მიჰყვება არის პოლიტიკური აქტივობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„პოლიტიკურ ნაწილში რა ხარჯიც აქვს, ამ ხარჯის წარმომავლობა უნდა წარმოადგინოს, ეს არის მოთხოვნა. ამასთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი დავის სივრცე არ არსებობს.

თუკი დანიას, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მისი საქმიანობა არის კონცენტრირებული მხოლოდ არასამთავრობო მიმართულებით, ამ შემთხვევაშიც კი იგი ვალდებულია პატივი სცეს ქართულ საზოგადოებას და წარადგინოს სრული ინფორმაცია თუ რაში იხარჯება დანიელი მოქალაქეების გადახდილი გადასახადები”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

ასევე იხილეთ