ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები აპირებენ არჩევნებისათვის, პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად, შემსრულებლები იქნებიან ზურაბიშვილი, სახელგატეხილი და ურეიტინგო ოპოზიცია, გრანტიჭამია გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი

„იმას, რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები უკვე აპირებენ არჩევნებისათვის, სამხედრო ენით რომ ვთქვათ პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად. შეტევა კი აუცილებლად იქნება თავის სტრატეგიული მიზნით, რომელსაც ვერ ფარავენ და გაამჟღავნეს კიდეც: „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, გაყალბებით, ჩვენ საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები (რომის პაპზე უფრო კათოლიკეები!) არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას!“ – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ პლაცდარმის მომზადების ინიციატორები თვალნათლივ გამოჩნდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების სახით, რომლებსაც, როგორც ჩანს, პირდაპირ დავალება აქვთ მიცემული თავიანთი საელჩოებისთვის საქართველოში.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ქართველი ხალხის განწყობების შესახებ, დასავლეთში არასწორი ინფორმაცია აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფსონს ხელმოცარულ პოლიტიკურ სუბიექტებზე არ დადებდნენ.

„იმას რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები უკვე აპირებენ არჩევნებისათვის, სამხედრო ენით რომ ვთქვათ პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად. შეტევა კი აუცილებლად იქნება თავის სტრატეგიული მიზნით, რომელსაც ვერ ფარავენ და გაამჟღავნეს კიდეც: „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, გაყალბებით, ჩვენ საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები (რომის პაპზე უფრო კათოლიკეები!) არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას!“ ამ მიზნისა და განცხადების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკა იქნება გამოყენებული. რაც შეეხება შემსრულებლებს, ესენი იქნებიან სალომე ზურაბიშვილი, ხალხში სახელგატეხილი და ურეიტინგო ოპოზიცია, გრანტიჭამია და ფინანსებ-დაფარული, გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი. ამ ყველაფრის საინფორმაციო უზრუნველყოფას დეზინფორმაციული პარტიული მედია იკისრებს.

მზაკვრული პლაცდარმის მომზადების ინიციატორები კი აგერ თვალნათლივ გამოჩნდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც როგორც ჩანს პირდაპირ დავალება-გზავნილი აქვთ მიცემული თავიანთ საელჩოებზე საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ასეთი განწყობითა და გაუაზრებელი პოლიტიკით ისინი ცდილობენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, რითაც, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებენ დემოკრატიისა და ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებს. აქვე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩანს, მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ ქართველი ხალხის მტკიცე ნებაზე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ფსონს ხელმოცარულ, პოლიტიკურად გაღატაკებულ სუბიექტებზე კი არ დადებდნენ არამედ საქართველოს მოსახლეობის ღირსებაზე და მათ რეალურ განწყობაზე”, – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ