დავით მათიკაშვილი: არავის აქვს უფლება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალები თუ ფარგლებს გარედან დონორები, რაიმე ფორმით, კანონდარღვევით განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში

“არავის აქვს უფლება საქართველოში, იქნება ეს ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალები თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან დონორები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ პროცესებს, რაიმე ფორმით, კანონდარღვევით განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“არსებობს კანონმდებლობა, სადაც ცალსახად არის გაწერილი ქმედების წესები და თუკი, ბუნებრივია, არ იქნება შესრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც აკისრიათ ასეთ სუბიექტებს, იქნება შესაბამისი სანქციები გამოყენებული”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ოპოზიციური პარტიების დაფინანსება გაუმჭვირვალეა. ამავე მონიტორინგის თანახმად, ამ პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდებოდეს, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამის გათვალისწინებით, ყველა საარჩევნო სუბიექტს 31 აგვისტომდე აქვს დრო, რომ მიმდინარე წლის რვა თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარადგინოს.

ასევე იხილეთ