გია აბაშიძე: საგარეო ფლანგიდან „დაჟინებული მოწოდება”, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, აბსურდთანაა გათანაბრებული, რადგან “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული ყველა საერთო-სახალხო კენჭისყრა იყო თავისუფალი

„წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორებია ის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც საზოგადოების თავისუფალ ნებას ერთგვარად ნაწილობრივ აბრკოლებენ აგენტოკრატები”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული ყველა დონის საერთო-სახალხო კენჭისყრა იყო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, ხოლო 2024 წლის ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებს ადმინისტრირებას გაუწევს სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდოს მფლობელი, პროფესიონალური და მიუკერძოებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია. მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს ენდოს თუ „დასაჯოს“ მმართველი პარტია.

„წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორებია ის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც საზოგადოების თავისუფალ ნებას ერთგვარად ნაწილობრივ აბრკოლებენ აგენტოკრატები.

საგარეო ფლანგიდან გავრცელებული “დაჟინებული მოწოდება”, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, აბსურდთანაა გათანაბრებული, რადგან “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული ყველა დონის საერთო-სახალხო კენჭისყრა იყო თავისუფალი და კონკურენტუნარიანი, რაც დაადასტურეს ნეიტრალურმა უცხოელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო/ოდირიდან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიბმა არჩევნების შედეგებთან ასევე ნონსენსია – ამა თუ იმ კანონით კმაყოფილი თუ უკმაყოფილო ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს ენდოს თუ ‘დასაჯოს’ მმართველი პარტია.

რადიკალური ოპოზიციის „აქსიომური გამარჯვების” შემთხვევაში, რასაც “წინასწარმეტყველებს” აგენტოკრატიის ლაქია და არა ხალხის მსახური “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, და ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” ჩამოყალიბება უგვანო “ნაცენჯეოებით”, ასევე სრული შეუსაბამობაა რეალობასთან და კანონმდებლობასთან.

ჯამში მივიღეთ სამი აბსურდი, რითაც მეტწილად კვებავენ ნაცმარგინალთა მიმდევრებს და რაც ვერანაირად მოხდება თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან, თანაც ელექტრონულად ჩატარებულ 2024 წლის არჩევნებშიც. და ამ პროცესს ადმინისტრირებას გაუწევს სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდოს მფლობელი, პროფესიონალური და მიუკერძოებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ