იაპონიის მთავრობა საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ძლიერი ტაიფუნი „შანშანი“ უახლოვდება, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა.
როგორც Aljazeera წერს, მოსალოდნელი სტიქიის გამო, ავიაკომპანიებმა რეისები გადადეს, ხოლო ავტომწარმოებელმა კომპანია Toyota-მ ქარხნები დახურა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) გათვლებით, ტაიფუნ „შანშანს“ იაკუშიმას კუნძულიდან 70 კილომეტრი აშორებს და გეზი ჩრდილოეთით, კაგოსიმისა და მიაზაკის პრეფექტურებისკენ აქვს აღებული.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, იოშიმასა ჰაიაშის განცხადებით, ტაიფუნი, რომელიც სავარაუდოდ 250 კმ.სთ სიჩქარით დაატყდება თავს იაპონიას, ძლიერ ქარიშხალსა და მაღალ ტალღებს გამოიწვევს.
JMA-ს ცნობით, „შანშანი“ მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში კიუშუს შეუტევს და შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის, ტოკიოს მიუახლოვდება.