შვედეთში ორ კაცს ყურანის დაწვისთვის გაასამართლებენ
შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ყურანის დაწვისთვის შარშანდელი ინციდენტების სერიაში ორ კაცს გაასამართლებენ. აღსანიშნავია, რომ შვედეთში ყურანის დაწვამ მუსულმანურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
„ორმა კაცმა შვედეთში მეჩეთის მახლობლად და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში დაწვეს ისლამის წმინდა წიგნი“, – ნათქვამია პროკურორების განცხადებაში.
შვედეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა აამაღლა ტერორისტული საფრთხის დონე ყურანის დაწვის გამო, ხოლო მეზობელმა დანიამ, სადაც ასევე მოხდა ყურანის დაწვა, ამ პრაქტიკის აკრძალვის მიზნით, კანონმდებლობა გაამკაცრა.
„ორივე პირი პასუხისმგებელია ყურანის დაწვისთვის. ისინი ზიზღს ავლენდნენ მუსულმანების მიმართ“, – განაცხადა უფროსმა პროკურორმა ანა ჰანკიომ.
ჰანკიოს თქმით, ორი კაცი, რომლებიც ბრალდებული არიან ყურანის დაწვაში იდენტიფიცირებული არიან, როგორც როგორც სალვან მომიკა და სალვან ნაჯემი.
„ნაჯემი უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს“, – განუცხადა Reuters-ს მისმა ადვოკატმა მარკ საფარიანმა.