კირ სტარმერი და ოლაფ შოლცი: დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება

JPG edited with https://ezgif.com/resize

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება.

ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, არამედ „ევროპის ყველა ხალხისთვის“.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის „ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით“ უზრუნველყოფას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ასევე იხილეთ