დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის სურვილია, დააზიანოს საარჩევნო გარემო, რაც მათი რევოლუციური სცენარის ნაწილია

„ოპოზიციის სურვილია, დააზიანოს საარჩევნო გარემო, რაც მათი რევოლუციური სცენარის ნაწილია“, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიხელიძის თქმით, ზოგადად, ოპოზიცია ცდილობს მიკერძოებული ადამიანები მიუკერძოებელ ექსპერტებად თუ არბიტრებად წარმოაჩინოს.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – გრიგოლ გეგელია, გიორგი სიორიძე და ივანე ნორაკიძე საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ. იბადება ლოგიკური კითხვა, როგორ შეიძლება არჩევნებში მონაწილე ძალის, პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი გიორგი სიორიძე იყოს ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრატორი, ეს ის სიორიძე არის, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარეობა უნდოდა და ირწმუნებოდა, რომ ნეიტრალური იყო.

ზოგადად, ოპოზიცია ცდილობს მიკერძოებული ადამიანები მიუკერძოებელ ექსპერტებად თუ არბიტრებად წარმოაჩინოს და საზოგადოებაში ნიჰილიზმი და ცესკოსადმი უნდობლობა დათესონ, მეორეს მხრივ ოპოზიციის მიერ ხელდასხმული და მიუკერძოებელ ადამიანებად წარმოჩენილი პიროვნებები, საარჩევნო ექსპერტების, ობიექტური ადამიანების გაშავებას ცდილობენ, რათა საზოგადოებამ სწორი, არგუმენტირებული ინფორმაცია ვერ მიიღოს.

ოპოზიციის სურვილია, დააზიანოს საარჩევნო გარემო, რაც მათი რევოლუციური სცენარის ნაწილია. როგორც ჩანს, ოპოზიციის ზრახვებს, მოხდეს საარჩევნო პროცესის დაზიანება და რევოლუციური ფონის გავრცელება, საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა აქვს, რადგან ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ერთობლივ პროექტებში, რაც რიგ შემთხვევაში ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და რეგულაციებს“, – აცხადებს ჩიხელიძე. 

ასევე იხილეთ