გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს.
ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც კაშია თამაშობს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად გავიდა. შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „სლოვანმა“, რომელსაც „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 37 წლის კაშიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპზე სწორედ „სლოვანი“ გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.