ბექა ოდიშარია: „ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ყველა, ვინც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. საუბარი კანონის ანტიდასავლურობაზე, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პოლიტიკური სპეკულაციაა.

„ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას, მერწმუნეთ, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე – მხარე, რომელიც ოპოზიციაში არის საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან. ესენი არიან ერთი ძალის შემადგენელი სამი სუბსტანცია, რომლებიც ასრულებენ დავალებას და ატარებენ ინტერესს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის.

აქ პოზიტიური, რაც შეიძლება, დავინახოთ, არის ის, რომ მათ მოუწიათ აღიარონ, რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ბუნებრივია, ძნელია იმის პროგნოზირება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ის მისაღები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და საზოგადოების წევრისთვის“, – მიიჩნევს ოდიშარია.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მიერ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. გამწესრიგებელი სხდომა დღეს გაიმართება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდის შეფასებით კი, ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ასევე იხილეთ