ჩეხეთში საქველმოქმედო ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს ბრალი წაუყენეს
ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდHelp Ukraine-ის („დაეხმარე უკრაინას“) დამფუძნებელს, ბრალი წაუყენა. როგორც უკრაინული მედია წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ გერგელმა ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივ ცენტრ „როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ნაწილი მიითვისა.
ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა, თუმცა გაირკვა, რომ ფონდი თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან დაფინანსების მიღების შემდეგ, გერგელმა 2 მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით კი ფონდის ანგარიშიდან 6 მილიონამდე კრონი გაანაღდა და პრაღაში ბინა იყიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.