ქარელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს
ქარელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები და მსმენელები ერთიან გზავნილზე თანხმდებიან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცხოვროს მშვიდობიან და სტაბილურ ქვეყანაში, რაც ბედნიერი სახელმწიფოს წინაპირობაა.
„ქრონიკასთან“ საუბარში ღონისძიებაზე დამსწრეების ნაწილი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მოუწევს მშვიდობასა და ომს შორის.
„მუსიკოსი მაშინ მუშაობს, როცა არის მშვიდობა. მე ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. შესაბამისად, ვიზიარებ მის გზავნილებს, ვინც ამ მშვიდობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს მომღერალი რეზო ბლიაძე.