არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ახლავე ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, სწორედ ასეთი მხარდაჭერის პირობებში არის შესაძლებელი, რომ განუხრელად დავიცვათ მშვიდობა
„ჩვენ ახლავე ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ გვჭირდება ასეთი ძლიერი ლეგიტიმაცია და საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან სწორედ ასეთი მხარდაჭერის პირობებში არის შესაძლებელი, რომ ჩვენ განუხრელად დავიცვათ მშვიდობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.
„შესაძლებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთოს მაქსიმუმი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. შესაძლებელია, რომ ჩვენ შევძლოთ იმ ძალების შეკავება საქართველოს პოლიტიკაში თუ საზღვარგარეთიდან, რომლებიც უხეშად ერევიან და ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ცდილობენ, რომ ქვეყანაში ვითარების არევით როგორმე გვერდითა კარით დაბრუნდნენ პოლიტიკაში. რაც მთავარია, მათ მიერ მართული, კონტროლირებადი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელის მომწერები იყვნენ და არიან, დააბრუნონ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.