უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლები უკიდურესად სასტიკია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლები უკიდურესად სასტიკია.

ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსი ოკუპანტები ბრძოლაში ყველაფერს იყენებენ და ცდილობენ გაარღვიონ უკრაინული ჯარების თავდაცვა.

„შტაბში მუშაობა თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება. მუდმივად გვიწევს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

„ასეთ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარების თავდაცვა ფრონტის ურთულეს სექტორებში, მივაწოდოთ ბრიგადებს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ