გია აბაშიძე: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს

„გრძელდება გარედან დაფინანსებული ის მახინჯი აქტივობა, რასაც წინასაარჩევნო პროცესში “ნაცენჯეობის” მხრიდან “დამკვირვებლობა” ეწოდება. თუნდაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ვერ იქნებიან ნეიტრალური არბიტრები, რადგან მათი ერთადერთი დატვირთვაა “ნაცების” მარიონეტობა უცხოური გრანტებით.

„გრძელდება გარედან დაფინანსებული ის მახინჯი აქტივობა, რასაც წინასაარჩევნო პროცესში “ნაცენჯეობის” მხრიდან “დამკვირვებლობა” ეწოდება. თუნდაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს.

კოლექტიური ეკა გიგაურები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, ავრცელებდნენ ბოროტ დეზინფორმაციას 2018-ში “პასპორტების გაყალბებაზე” და ISFED, რომელმაც ხმების პარალელური დათვლის შედეგების ფალსიფიცირება მოახდინა წინა არჩევნებზე და უტიფრად ბოდიშიც არ მოუხდია, ვერ იქნებიან ნეიტრალური არბიტრები. მათი ერთადერთი დატვირთვაა “ნაცების” მარიონეტობა უცხოური გრანტებით. გამჭვირვალობის სადარაჯოზე ყოფნის ნაცვლად, ჯერ კიდევ არიან ტოტალიტარული სექტის მსგავსი გაუმჭვირვალე სუბიექტები, ამიტომაც ებრძვიან “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” ამოქმედებულ კანონს.

კიდევ რამდენიმე ასეთი ე.წ. “ენჯეო”, რომელთაც უნამუსოდ ასპონსორებენ საზღვარგარეთიდან, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ზოგადად, “კეთროვანნი” არიან ჯანსაღი სამოქალაქო სექტორისთვის“, – წერს აბაშიძე.

ასევე იხილეთ