ნინო წილოსანი: წყობიდან გამოსული ეკა ბესელია, მისი ჩაძინებული თანაშემწე და უმაღლესი სტანდარტის გამოსვლები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან – ასეთია დღევანდელი საკონსტიტუციო სხდომის მოკლე შთაბეჭდილება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

„წყობიდან გამოსული ეკა ბესელია, ჩაძინებული მისი თანაშემწე და უმაღლესი სტანდარტის გამოსვლები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი ასეთია დღევანდელი საკონსტიტუციო სხდომის მოკლე შთაბეჭდილება. პ.ს გარეთ კი ნაცების ახალგაზრდული ჯგუფი უმაგრებს მხარს გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე სუბიექტებს“, – წერს წილოსანი.

ასევე იხილეთ