ლივერპულის მთავარი მწვრთნელი: მამარდაშვილი ლივერპულის მომავალია!
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა. 45 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი:
„ახალი ტრანსფერებით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. კიეზა გუნდს უკვე დაეხმარება, ის ძლიერი ფეხბურთელია და მისი იმედი მაქვს. რაც შეეხება მამარდაშვილს, ის ლივერპულის მომავალია. გიორგი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ახლა დავიწყეთ”.
ლივერპულმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატა: ფედერიკო კიეზა იუვენტუსიდან და გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან. 23 წლის ქართველი მეკარე, სლოტის გუნდს 2025 წელს შეუერთდება.