ლევან თოლორდავა: ღირსებითა და კეთილდღეობით ვივლით ევროპისკენ

„მშვიდობა არის მთავარი. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის ომის ფასი”, – განაცხადა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრმა, ლევან თოლორდავამ.

მომღერლის თქმით, საქართველო ღირსებითა და კეთილდღეობით ივლის ევროპისკენ.

„მშვიდობა არის მთავარი. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის ომის ფასი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა ბევრად უფრო ღირებულია და ფასეული ჩვენთვის და ღირსებითა და კეთილდღეობით ვივლით ევროპისკენ“, – აღნიშნა თოლორდავამ.

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ამჯერად კონცერტები მცხეთასა და ხაშურში იმართება.

ასევე იხილეთ