გიორგი გამსახურდია მოძრაობა „სირცხვილიაზე“: სირცხვილი ის არის, ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო ჯოჯოხეთს რომ უწყობთ
გიორგი გამსახურდია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირების შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„სირცხვილია!!! სირცხვილია მაგრამ, სირცხვილი ის არის, ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო, ამ ჯოჯოხეთს რომ უწყობთ, ვითომ ამათიანები. ისე ზოგადად ნაცმოძრაობის და ფსევდოლიბერალური სექტის ხელწერაა საზოგადოების გარკვეული ფენის ბულინგი და ცალკეული ადამიანების. მაგრამ, თქვენნაირი ნაძირალები, ვერანაირად მორალის მეტრად ვერ გამოდგებიან. ასეა ეს“, – წერს გიორგი გამსახურდია.