თენგიზ შარმანაშვილი: გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა საია-ს ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

„გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, აღნიშნულ თემაზე საუბრობენ.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქართველი მეომრები უცხოური გრანტის სანაცვლოდ გაყიდა და ამ საქმეში „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც იყო ჩართული. მისივე თქმით, მიუღებელია, ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დამბრალებლები სხვას რომ რაიმე რუსულზე დაელაპარაკებიან.

„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული. ბურჯანაძემ, იმ მტკიცებულებებიდან ეს მომდინარეობდაო!!! ანა ნაცვლიშვილიც ჩართული იყო ამ საქმეში, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები. ესენი ვინმეს რამე რუსულზე რომ დაელაპარაკებიან, არ უნდა გადაირიო კაცი?“ – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ