რუსულმა მხარემ ხარკოვზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
რუსული მხარის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელს შეუტიეს, თუმცა რა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, დაკონკრეტებული არ არის.