თელ-ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე, ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება მოითხოვეს
ისრაელში, თელ-ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე, ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება მოითხოვეს.
ათასობით დემონსტრანტმა პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას ბრალს სდებენ, რომ ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად საკმარის ძალისხმევას არ იღებს.
ერთ-ერთი დემონსტრანტის განცხადებით, ისრაელის მთავრობა ცდილობს „დიქტატურის“ დამყარებას პოლიტიკით, რომელიც თანამედროვე ისრაელის ინტერესებს არ ასახავს.