„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 2 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს. დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.