პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება.

პლენარული სხდომები 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. ასევე, შესაძლოა, პლენარული სხდომები გაიმართოს 16-20 სექტემბრის კვირაშიც. საშემოდგომო სესიის ფარგლებში,  პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა და ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ცვლილებები.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

ასევე იხილეთ