ექსპერტი დავით ჩიხელიძე „კანვას საქართველოს“ დირექტორის გიორგი მელაძის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება, რომელშიც ის ორგანიზაცია “სირცხვილიას” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დარეგისტრირების გამო მშიშარებს უწოდებს.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ მელაძის პოსტი, არის ნათელი დასტური იმისა, თუ როგორ ებრძვიან თავისუფალ აზრს, ე.წ. ლიბერალები, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი, განსხვავებული პოზიცია, მათთვის მიუღებელია არგუმენტები და შინაარსში შესვლა.
„ეს დღეც დადგა, ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ლიბერალების საცეცებისგან ვიცავ, ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დასარეგისტრირებლად, სწორედ ორგანიზაციის აღნიშნული პოზიცია აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი, მათ და ერთ დროს მათ თანამებრძოლებს შორის, რომლებმაც საკუთარი მეგობრების მყისიერი ბულინგი დაიწყეს, ეს ამბავი გიორგი მელაძის გარეშე როგორ ჩაივლიდა, რომელიც ზოგად გამოირჩევა ფაშისტური გამოხტომებით, მისი უფლება, რომ იყოს ალბათ “სირცხვილიას” სრულ სტაფს დახვრეტდა ან გადასახლებაში გაუშვებდა, მელაძის პოსტი, არის ნათელი დასტური იმისა, თუ როგორ ებრძვიან თავისუფალ აზრს, ჩვენი ე.წ. ლიბერალები, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი, განსხვავებული პოზიცია, მათთვის მიუღებელია არგუმენტები და შინაარსში შესვლა. რატომ? იმიტომ…..“, – წერს დავით ჩიხელიძე.