გიორგი მამაცაშვილი: თამაზ ჩიქვანაია წავიდა – დიდი კაცი!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არიან ადამიანები, ვისთანაც, ასაკის მიუხედავად, მარადიული ძმაკაცობა შეგიძლია…
თამაზ ჩიქვანაია ძმაკაციც იყო, მეგობარიც და უფროსი მასწავლებელიც…
▪️ „რეპორტიორის” ყველაზე ბედნიერი წლები თამაზის სახელს და მასთან ურთიერთობის წლებს ნიშნავს ჩემთვის… უფროსი მეგობარიც იყო ჩემი და საუკეთესო მრჩეველიც. კოლეგაც და ძმაკაციც…
▪️ თამაზ, მენანები სიკვდილისთვის, მაგარო კაცო!
▪️ ბატონო თამაზ, უფალმა დაგიმკვიდროს ნათელი…
საქართველოს ჟურნალისტთა ოჯახისთვის და შენი კოლეგა-მეგობრებისთვის უმძიმესი დანაკლისია შენი წასვლა, თამაზ…
ბევრსაც ვერაფერს გეუბნები ახლა…
წერაც მიჭირს, მეგობარო…
მარი, გითანაგრძნობთ მთელ ოჯახს და თქვენთან ერთად ვტირი…”