გიორგი კელაპტრიშვილი: მინდა, რომ ღირსეულად შევიდეთ ევროპაში ჩვენი ადათ-წესებით, ჩვენი კულტურით და რა თქმა უნდა, მშვიდობით

„აქ იმიტომ ვდგავარ და იმიტომ ვმღერი, რომ ევროპა ღირსებით მინდა მე პირადად. ვთვლი, რომ ყველა ახალგაზრდას ღირსებით უნდა გვინდოდეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე მომღერალმა გიორგი კელაპტრიშვილმა.

„თავაწეული, მხრებში გაშლილი და არა რაღაცა ენის მოჩლექით „ოღონდ მიგვიღეთ“. მე მინდა, რომ ღირსეულად შევიდეთ ევროპაში ჩვენი ადათ-წესებით, ჩვენი კულტურით და რა თქმა უნდა, მშვიდობით, ღირსებით“, – აღნიშნა გიორგი კელაპტრიშვილმა.

ასევე იხილეთ