ნინო მღვდელაძე: აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობით
„აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობით”, – განუცხადა „ქრონიკას“ ბოლნისში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნინო მღვდელაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე.
„მშვენიერი განწყობა მაქვს. მიხარია, რომ დღეს ბოლნისში კონცერტი ტარდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა. აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობით“, – განაცხადა ნინო მღვდელაძემ.