გიგა ოჩხიკიძე: სასწაული ემოციებია! არ ვიცი, როგორ გადმოვცე

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ყველაფერი გამოვიარეთ. ჯერ ერთი, რომ ჩემი მედალი მომაქვს – პირადი გამარჯვების, რეკორდი და მეორე – მთელი ქართული დელეგაციის”, – განაცხადა პარალიმპიადაზე პირველი ოქროს მედლის მფლობელმა, ქართველმა მძლეოსანმა, გიგა ოჩხიკიძემ.

„სასწაული ემოციებია! არ ვიცი, როგორ გადმოვცე. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ყველაფერი გამოვიარეთ, ჯერ ერთი, რომ ჩემი მედალი მომაქვს, პირადი გამარჯვების, რეკორდი და მეორე – მთელი ქართული დელეგაციის.

თავიდან გაგვიუქმეს შედეგი, მაგრამ მართლაც ერთობლივი ძალებით, ყველამ ერთად, ისევ დავამტკიცეთ ჩვენი უფლებები და დავიბრუნეთ ჩვენი გამარჯვება. მადლობა ყველას!“, – განაცხადა გიგა ოჩხიკიძემ.

ასევე იხილეთ