ედიშერ გვენეტაძე: ჩვენი „დინამოს“ სტადიონი ჩვენი ისტორიაა! ამიტომაც…

„დინამოს“ სტადიონის დანგრევა-არდანგრევის საკითხზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვფიქრობ, „დინამოს“ სტადიონის დანგრევა არანაირად არ შეიძლება. როგორც ინგლისელისათვის არის „უემბლი“, ბრაზილიელისათვის „მარაკანა“, არგენტინელისათვის „რივერ პლეიტი“, ესპანელისათვის „სანტიაგო ბერნაბეუ“…

ისეთივეა ქართველისათვის „დ ი ნ ა მ ო“!

„დინამოს“ სტადიონი ჩვენი სისხლია, ჩვენი ხორცია!

„დინამოს“ სტადიონი ბორის პაიჭაძეა, ბასაა,  მესხია,  მეტრეველია, ხურცილავაა, სიჭინავაა, იამანიძეა, კოტრიკაძეა, დათუნაშვილია, ძოძუაშვილია, მანუჩარია, ყიფიანია, დარასელიაა, სულაქველიძეა, გაბელიაა, გუცაევია, შენგელიაა…

რამდენი სიამოვნება, მოგონება, გამარჯვება, სიხარული, აღმაფრენა არის დაკავშირებული „დინამოს“ სტადიონთან!

ანუ ჩვენი „დინამოს“ სტადიონი ჩვენი  ი ს ტ ო რ ი ა ა !

ამიტომაც

„დინამოს“ სტადიონი უნდა გარემონტდეს თანადროულობის შესაბამისად და „დინამომ“ კვლავაც უნდა იდინამოს!

და ასეც იქნება!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ