შალვა პაპუაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებია, გვექნება შემჭიდროებული სესია, ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რათა, ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის
„იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, იმისთვის, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, საშემოდგომო სესია ხვალ გაიხსნება.
„ჩვენ ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო პაუზის და შესვენების პერიოდია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არჩევნების წელი გვაქვს, ჩანდა, ყველა დაკავებული იყო, მათ შორის, ამ საკითხებით.
მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ 26 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩვენ გვექნება უფრო შემჭიდროებული სესია, სადაც ძირითად საკითხებს განვიხილავთ, იმისთვის, რომ ყველა კოლეგას, ვინც ჩართულია საარჩევნო მარათონში, მიეცეს შესაძლებლობა მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის. ამიტომ, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება, რომელსაც ამ საშემოდგომო სესიაში განვიხილავთ მიმდინარე კვირას და შემდეგ სასესიო კვირას, თუმცა, კიდევ ერთხელ, უფრო შემჭიდროებული სესია იქნება, ვიდრე ეს არის ხოლმე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.